| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული აღუზრდია. მათი წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა.
მათ შორისაა ალინა ახმედოვა, 2022-23 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელიც ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
ალინა ახმედოვასთვის ოქროს მედალი ჯილდოზე ბევრად მეტია. მისი თქმით, ეს არის დასტური, რომ შრომას შედეგი ყოველთვის მოჰყვება, შეუძლებელი კი არაფერია.
„2024 წლის 12 დეკემბერი - დღე,როდესაც ჩემი ოცნება ახდა. ჩემი 12-წლიანი სასკოლო ცხოვრების წარმატებით დასრულების სიმბოლოდ ოქროს მედალი მივიღე. ჩემთვის ეს მედალი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯილდო. დასტურია იმისა, რომ შრომას შედეგი ყოველთვის მოჰყვება: დადებითი და სასურველი, არაფერია იოლი და არც შეუძლებელი.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოჯახსა და სკოლას, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი.
გეტას საჯარო სკოლა არის ადგილი, რომელმაც არა მარტო ცოდნა, არამედ თავდაჯერებულობა შემმატა და მაჩვენა წარმატებისკენ მიმავალი გზა. სწორედ ის გზა, რომლის საშუალებითაც დღეს 100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში“,- აღნიშნავს ალინა ახმედოვა.
სკოლაში მოსწავლეს დამსახურებული ჯილდოს მიღებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ