სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გენური თერაპია“- ღვანკითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა სასწავლო პროექტის საინტერესო პრეზენტაცია 
31-12-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ. 

ერთ-ერთი მათგანი ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგი ლია სახელაშვილია. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის სასკოლო საზოგადოებას პრაქტიკული და კვლევებზე დაფუძნებული პროექტების მომზადებითა და გარკვეული სამუშაო პერიოდის შემდეგ მათი პრეზენტაციებით ყოველწლიურად ანებივრებს. 

მათ შორის, მისი ხელმძღვანელობით, XI კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „გენური თერაპია“ პრეზენტაცია გამართეს. შესავალში მასწავლებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის მიზანი და მისი მიმდინარეობის საინტერესო ეტაპები. პრეზენტაციის წინ მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „ჯერ კიდევ ელისი“, რის შედეგადაც მოსწავლეები დაიყვნენ ორ ჯგუფად და არჩიეს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული თემები: „ალცაიმერი“ და „პარკისონის დაავადება“.

მოსწავლეებმა მოამზადეს ელექტრონული პრეზენტაციები, წარმოდგენილი იყო პოსტერებიც. მათ ისაუბრეს აღნიშნული დაავადებების ისტორიის, მკურნალობის, პრევენციისა და ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, პრეზენტაციაზე სკოლის ექიმთან ვიზიტის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა წარადგინეს. აღსანიშნავია ერთ-ერთი ჯგუფის მიერ სკოლის თვითმმართველობაში ჩატარებული ელექტრონული გამოკითხვის - „რა იცით პარკისონის დაავადების შესახებ?“ შედეგებიც. ისინი დამსწრე საზოგადოებას წრიული დიაგრამების ფორმით წარედგინა.

ასევე, ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებმა შეადგინეს ჩანახატები, დასკვნით ნაწილში კი, ანანო გავაშელაშვილმა საინტერესოდ ახსნა მისი დახატული სურათი - „პეპელა“, რომელმაც ყველა სტუმარს ცრემლი მოგვარა.

„ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ღვანკითის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული პედაგოგი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგი ლია სახელაშვილი.

დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ყოველი ეტაპი სწორად და მიზნობრივად იყო გაწერილი როგორც მასწავლებლისა და მოსწავლეების, ისე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა მიერ. ღვანკითის საჯარო სკოლის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ აქტივობას და წარმატებები უსურვეს მასწავლებელსა და მოსწავლეებს. დიდი მადლობა ქალბატონ ლიას, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება