| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში საახალწლო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ბავშვებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთები გაიტანეს გამოფენაზე.
საქველმოქმედო აქციიდან შესული თანხა თვითმმართველობამ გადაანაწილა სამ ბავშვზე. მათ საახალწლოდ სასკოლო საზოგადოებამ ბურთები, სათამაშოები, ტანსაცმელი და ტკბილეული შეუძინა.
„საქველმოქმედო აქციაში შემოგვიერთდა მაღაზია „პეპა“, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ გვიწილადა ლამაზი ქურთუკი ჩვენი მოსწავლის გასახარებლად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება საქველმოქმედო აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის.
„უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც სული შთაბერა, დაგეგმა და განახორციელა, მადლობა ჩვენი სკოლის თვითმმართველობას. ყოჩაღ და ჭკვიან მოსწავლეებს, რომლებმაც დამოუკიდებლად შეძლეს გამკლავება ამ სიახლესთან, მადლობა სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც გვერდით უდგნენ თავის კლასს, მადლობა ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს ამ სასწაულისთვის, რომ გაგვიზიარეს თავისი პატარა ხელით შექმნილი საოცარი ნივთები, მადლობა მშობლებს, ამ საოცარი ბავშვების აღზრდისთვის, მადლობა მაღაზია „პეპას“, აქციაში მონაწილეობისთვის და ჩვენი მოსწავლის გახარებისთვის. ბედნიერი შობა-ახალი წელი თქვენ, ჩვენს სოფელს და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ