სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლაში სემესტრი საახალწლო ღონისძიებებით დაგვირგვინდა  
31-12-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებებით დასრულდა. 

მხიარულმა, ხალისიანმა, ყველაზე მრავალრიცხოვანი მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალ წელი მრავალფეროვანი სანახაობით მიულოცეს. 

ულამაზესმა გოგო- ბიჭებმა გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები და აუდიტორიას მრავალფეროვანი რეპერტუარი წარუდგინეს. 

აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ქ.ეთერი ენუქიძე გახლდათ. 

საზეიმო ღონისძიებას, მესამე კლასიც შეუერთდა - საყვარელ დამრიგებელთან, ცირა მურჯიკნელთან ერთად. მოსწავლეებმა დიდი ხალისით აღნიშნეს დამდეგი ახალი წელი და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი დღე აჩუქეს. 

ასპარესზე მეორეკლასელებიც გამოვიდნენ, საუკეთესო და ყოველმხრივ ენერგიულ დამრიგებელ ნინო გოგიაშვილთან  ერთად. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველი სემესტრის განმავლობაში ისინი სწავლობენ, შრომობენ, ვითარდებიან და ეზიარებიან მრავალფეროვან უნარებს.

სკოლაში წარმატებებს უსურვებენ პატარებს და ბედნიერ ახალ წელს უსურვებენ საყვარელ ნინო მასწავლებელთან ერთად. 

„მიღწეული წარმატებები, საინტერესო სამომავლო გეგმები, საუკეთესო სურვილები შეაგებეს დამდეგ ახალ წელს ღვანკითის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა.

მოსწავლეები, მშობლები, დამრიგებელი ნინო გოგიაშვილი, გულწრფელ მადლიერებას გამოხატავენ „მასპინძელი“ სკოლის (მეორე საჯარო) დირექციის, პედკოლექტივისა და ტექპერონალის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის.

ახალ წელს ვულოცავთ მშობლიურ სკოლას და მთელ ქვეყანას.

მრავალჟამიერ, ჩვენი სიცოცხლე“,- ამ სიტყვებით კი, პედაგოგმა სკიდევ ერთხელ უსრვა წარმატებას სასკოლო საზოგადოებას და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება