სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი წლისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება-კონცერტი დარჩიძეების საჯარო სკოლაში 
31-12-2024
-
+


თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც მეტად შთამბეჭდავად წარიმართა, ორგანიზება გაუწია დარჩიძეების საჯარო სკოლამ და ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგმა - თამარ ფუტკარაძემ.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, წარმოადგინეს სხვადასხვა სახის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი წელი მიულოცა დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორმა - დავით სურმანიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება