სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წელიწადო ახალო“ - შემოქმედებითად დატვირთული სადღესასწაულო ღონისძიება ხავეთის საჯარო სკოლაში
30-12-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი წელი აღინიშნა. 

მოსწავლეთათვის 26 დეკემბერი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო.

პედაგოგების: ირინა ინასარიძის, ანახას ამაზარიანის, მარინე მეგერიანის, კატია პოღოსიანის, ნეკტარ კარაპეტიანის, ალვარდ კარაპეტიანის, ელენა პეტროსიანის, ჯულიეტა იორდანიანის, რეპსიკ კარაპეტიანის, არპინე აკოპიანის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა გულმოდგინედ მოამზადეს საახალწლო ზეიმი „წელიწადო ახალო“.

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარადგინეს. მათ, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა დამდეგი 2025 წელი მიულოცა სასკოლო საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა დამსწრე თემის სხვა წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, მშობლებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და თემის სხვა წარმომადგენელები.

დამსწრეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს,  ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება