| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში დამდეგი შობა-ახალი წელი საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლის მე-7 კლასის დამრიგებელმა - შორენა ლობჯანიძემ, მოსწავლეებთან ერთად, საახალწლო თემაზე დაგეგმა და 25 დეკემბერს ჩაატარა ლამაზი საახალწლო ღონისძიება.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშობაო ზღაპრები, გაახმოვანეს ნაძვის ხის განცდები და საახალწლო სურვილები, რითაც სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრეს გარემოს დაცვისა და მასზე ზრუნვის აუცილებლობასა და გადამწყვეტ მნიშვნელობაზე.
მათ ასევე, მხატვრულად წაიკითხეს ქართველ მწერალთა საახალწლო მინიატურები, შეადგინეს სხვადასხვა ჟანრის წერილობითი ტექსტები და მისალოცი ბარათები, გააფერადეს საახალწლო აპლიკაციები. ღონისძიება კი დაასრულეს ჩარლზ დიკენსის მოთხრობის - „საშობაო ზღაპრის“ მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენებით.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ