| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება განსაკუთრებული სიხარულითა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავი თეატრალური ნომრები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები გამართეს, რამაც დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა.
საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ლექსებმა, სხვადასხვა სცენებმა და მხატვრულმა წარმოდგენებმა, რამაც საახალწლო თბილი განწყობა შექმნა. ღონისძიება კიდევ უფრო გაახალისა თოვლის ბაბუას ვიზიტმა, რომელმაც პატარებს საჩუქრები გადასცა და სასიამოვნო წუთები აჩუქა. სახალისო გათამაშებებმა საღამო გაამხიარულა და მრავალფეროვანი პროგრამა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელსა და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა ძალისხმევითა და მხარდაჭერით ეს დაუვიწყარი საღამო შედგა.
„ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი სასკოლო საზოგადოების ერთიანობისა და მხიარული განწყობის დასტური.
საღამოს გამორჩეული ნაწილი იყო ფოლკლორული ანსამბლის - „ბერმუხას" სტუმრობა, რომლის გამოსვლამ ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი და ჯადოსნური სითბო შეჰმატა. მათი შესრულება შთამბეჭდავად და ემოციურად აერთიანებდა ქართულ ტრადიციასა და საახალწლო განწყობას.
გილოცავთ, დამდეგ 2025 წლის დადგომას! ჩვენი სკოლის სახელით, ვუსურვებთ ყველას ჯანმრთელობას, სიხარულს, წარმატებებსა და, რაც მთავარია მშვიდობას.
მოდის ახალი წელი, რომელიც გვაძლევს ახალი გამოწვევების მიღებისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობას. ახალი წელი იყოს სიხარულისა და ახალი შესაძლებლობების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ