სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მართლაც, საიდან მოდის სილამაზე“ - ლიტერატულურ-მუსიკალური კომპოზიცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში
30-12-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პირველი სასწავლო სემესტრი საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და შემართებით ერთვებოდნენ. 

მათ შორის იყო გიორგი ლეონიძის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ლიტერატულურ-მუსიკალური კომპოზიცია - „მართლაც, საიდან მოდის სილამაზე“. 

სკოლაში კომპოზიცია მე-10ა კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს, დადგმის ხელმძღვანელი და კლასის დამრიგებელი კი, თამთა ხარატიშვილი გახლდათ. 

მოსწავლეებმა გააცოცხლეს გიორგი ლეონიძის „მარიტას“ პერსონაჟები და სამსახიობო ოსტატობით, დამსწრე აუდიტორია სასიამოვნოდ გააოცეს. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენაში, მე-5ა კლასის მოსწავლეებიც დიდი შემართებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.

ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის, ასევე, მშობლებს მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება