| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დეკემბრის თვე ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას ჰგავდა, სადაც საახალწლო ამბავს მოსწავლეები და პროფესიონალი პედაგოგები ყვებოდნენ.
სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიებების სერია გაიმართა, ამჯერად ასპარესზე IIგ კლასის (დამრიგებელი ნარგიზა შელია) მოსწავლეები გამოვიდნენ.
მოსწავლეებმა განასახიერეს მულტფილმისა და ფილმის პერსონაჟები, შეასრულეს საახალწლო სიმღერები და წარმოადგინეს საცეკვაო ნომრები.
ღონისძიების დასასრულს დამრიგებელმა სიურპრიზად, ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძისა და მისი მწვრთნელის ვიდეომილოცვა აჩვენა.
გიმნაზიის პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.
ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის, ასევე, მშობლებს მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ