| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად, დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ელიან ახალ, 2025 წელს.
ამ ყველასთვის საყვარელ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში I-IX კლასების მოსწავლეთა ჩართულობით შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა.
სომხური და ქართული სექტორის მოსწავლეებმა საზოგადოების წინაშე შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს სკეტჩები და იუმორისტული ნომრები.
ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიების ბოლოს კი თოვლის ბაბუამ მოსწავლეებს დაურიგა საჩუქრები. მოსწავლეებს საჩუქრები სკოლის დირექტორმა - აღავნი ავაქიანმა გადასცა.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ