სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უძველესი ადამიანები“ - სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
27-12-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილის ინიციატივით, VII და VIII კლასებში, თემაზე: „უძველესი ადამიანები“ გამოფენა ჩატარდა.

მოსწავლეემა გაიარეს თემები: საიდან წარმოიშვა უძველესი ადამიანი, რას ჭამდა, რას საქმიანობდა, როგორ ცხოვრობდა, როგორი იყო მათი შრომის იარაღი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულ თემებზე მუშაობა მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეები ხატავდნენ, შეძლებისდაგვარად გადმოსცემდნენ აზრს ნახატის საშუალებით, ქმნიდნენ კონტურულ რუკებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერია, ბავშვემა კეთების საშუალებით კარგად გაიგეს
თემა. ყოველივე ამის შემდეგ გაიმართა გამოფენა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეემა შექმნეს უძველესი ადამიანების შესაბამისი საცხოვრებელი გარემო, გამოფინეს ნახატები, ხილი, რასაც ბუნება აძლევდა ადამიანს.

გამოფენას დაესწრო სკოლის დირექტორი: ინგა მიქელაძე. მან მოსწავლეებს დაუსვა
კითხვები იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა მათი ნახატი, რა შთაბეჭდილება დარჩათ, რა გაიგეს.

„ცოდნა სხვადასხვა გზით შეიძლება ადამიანის გონებაში იყოს გამოსახული, როგორც
მენტალური ხატი, როგორც ვიზუალური მეხსიერების თვალსაჩინო ილუსტრაცია, რათა დიდხანს დაამახსოვრდეთ მოსწავლეებს“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება