| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მამოტივირებელი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ საახალწლო ზეიმი გაიმართა. ის პაატა მამფორიას მოთხრობების - „სიტყვის კაცი“, „ეკამ წერილი მიიღო“, „უცნაური მგზავრი“ და „საახალწლო ლექსიკონი“ გამოყენებით შედგენილი სცენარით დაიწყო.
სცენაზე იმიტირებული იყო სკოლის ეზო, სადაც ქართულის მასწავლებელმა, რომლის როლიც შესანიშნავად მოირგო მარიამ ბუთხუზმა, ბავშვებს - დარინა ბახუტაშვილს, ელენე ბენიაიძეს, თამარ ზაქაიძეს, ანამარია ჩოხელს, ელენე ხარხელაურს სასიხარულო ამბავი აცნობა. მან უთხრა, რომ მათთან სტუმრად „სიტყვის კაცი“ - გიორგი წიკლაური უნდა მისულიყო. როოგრც სკოლაში გვიყვებიან, ის ქუთაისიდან ბრუნდებოდა. თურმე იქ პატარა მატასის დასახმარებლად იყო წასული. რადგან სტუმარს ცოტა აგვიანდებოდა ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნილი ბაფთიანი, ბრჭყვიალ- ბრჭყვიალა ბარათებით მორთეს ნაძვის ხე, რომელზეც თავიანთი შედგენილი საახალწლო ლექსიკონიდან შერჩეული სიტყვები - სიხარული, გოზინაყი, ჩურჩხელა, ჩიჩილაკი, ბედნიერება, შობა გადაიტანეს.
„მოგვიანებით მობრძანებულ სტუმარს, თავისი განუყრელი სკივრითა და ფერადი ლამაზი ჩიტით, ბავშვები სიხარულით შეხვდნენ. მათ ცოდნით, ინტელექტითა და ცეკვა-სიმღერით ძვირფასი სტუმრის შექება დაიმსახურეს და კიდევ ერთხელ მიიღეს „ჭკვიანი ბავშვების" სტატუსი. დასასრულს, „სიტყვის კაცმა“ პატარების ლექსიკონს ერთი, მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა მიამატა და თან განმარტა კიდეც - მრავალჟამიერი - ქართული ხალხური სიმღერაა, რომელიც ახალი წლის დადგომისას მთელს საქართველოში გაისმის. მრავალჟამიერ, ჩემო საქართველო! - ამ სიტყვებით დაასრულეს პატარებმა შემოქმედებითი გაკვეთილი.
მადლობა მინდა გადავუხადო, დახმარებისა და გვერდში დგომისათვის, მუსიკის მასწავლებელს - ნატო აფციაურსა და მეორე კლასის მშობლებს, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის. მრავალი ბედნიერი შობა-ახალი წელი, ჩემო კარგებო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ