| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. სასკოლო და საკლასო გარემო მოსწავლე-მასწავლებლებმა ლამაზად, სადღესასწაულოდ მორთეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ახალ წელთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ღონისძიება „სალამურას თავგადასავალი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ბავშვებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ