| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები ვოკალურ ხელოვნებას ხალისითა და დიდი შემართებით ეუფლებიან.
სკოლაში რამდენიმე თვეა რაც მუშაობას შეუდგა საბავშვო მუსიკალური სტუდია - „თეთრი აფრები“, რომელსაც ჯამბულ ქურდიანი ხელმძღვანელობს.
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს აგრეთვე, სავარჯიშოების მეშვეობით სწავლობენ სწორ სუნთქვას, სწორი ბგერის პოზიციას და მრავალხმიანობაში სიმღერას.
ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორ გულნაზი ჭელიძეს ახარებს მოსწავლეთა ვოკალური შესაძლებლობების განვითარება და სტუდიის ხელმძღვანელთან ერთად წარმატებას უსურვებს.
„მასწავლებელი დიდი სიხარულით მწერს და მადლობას მეუბნება, რომ ასეთ ზრდილობიან და მორიდებულ ბავშვებთან არ უმუშავია. წარმატებები „თეთრ აფრებს“, ლემშვენიერა საჯარო სკოლის უნიჭიერეს თაობას და ბატონ ჯამბულ ქურდიანს, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს ჭუბერის გოლგოთა გაიარა, მან შესანიშნავად იცის რა დატვირთვა აქვს საზღვრისპირა რეგიონში აგუგუნებულ მრავალხმიან სიმღერებს და ცეკვებს. ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერას საჯარო სკოლა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ