სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი და ემოციური საახალწლო ღონისძიება 
25-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, წინასაახალწლო ჟრიამულია. 

„იყო და არა იყო რა, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი...“ - როგორც აღნიშნავენ, ამ მშვენიერი სიტყვებით დაიწყო არხილოსკალოს საჯარო სკოლაში საახალწლო-შემეცნებითი საღამო, რომელიც ზღაპრის ერთგვარ ცოცხალ თავგადასავლად გადაიქცა.

„ლია აფციაურის ხელმძღვანელობით, მე-3 კლასის ბავშვებმა მოიტანეს სასწაული, რომელმაც ზღაპრის სამყარო რეალობაში გადმოიტანა და გულწრფელი ბედნიერებით აავსო ყველა დამსწრე“, - გვიყვებიან სკოლაში.

საშობაო ზღაპარი „მაკნატუნა“ ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიით „გადაახალისეს“.

შტალბაუმების სახლში ყველაფერი მღელვარე და შთამბეჭდავი იყო - მარი, მაკნატუნა, ლოტა და სხვა პერსონაჟები „აცოცხლებდნენ“ თავიანთ ისტორიებს. მათ გვერდით კი ახალი გმირებიც გამოჩნდნენ - უცხოპლანეტელი ირიუსოპელები, რომლებიც ბავშვების წარმოსახვასა და კრეატიულობას უსვამდნენ ხაზს.

ნატო აფციაურის შექმნილი მუსიკალური გარემო კიდევ უფრო ამძაფრებდა ზღაპრის ჯადოსნურობას. თითოეული მელოდია ღრმა ემოციებს აღძრავდა და ბავშვების ნათელ თამაშს იდეალურად ერწყმოდა“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიების მიზანი იყო, თითოეულ ბავშვს მისცემოდა შესაძლებლობა საკუთარი უნიკალური ნიჭის გამოხატვის, მიეღოთ სიამოვნება შემოქმედებითი პროცესიდან და დაენახათ, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით სილამაზე შეიქმნას.

„ბავშვებმა არა მხოლოდ შთაბეჭდილებები დაგვიტოვეს, არამედ გვასწავლეს, როგორ უნდა ვიმეგობროთ, ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ერთად. წარმოდგენის შემდეგ დარბაზში სიხარულისა და მადლიერების ტალღამ იფეთქა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე გამორჩეული, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ლია აფციაურს - ბავშვების ამ საოცარ ზღაპრულ მოგზაურობაში გაძღოლისთვის, ნატო აფციაურს - მუსიკალური შთაგონებისთვის და, რა თქმა უნდა, მშობლებს — მხარდაჭერისთვის.

„ახალი წელი კიდევ მეტი საოცრებით დაგვირგვინებულიყოს!

წარმატებები, ბედნიერება და ფერადი ზღაპრები ყველას, ვინც ეს დღე ჩვენთან ერთად გაიზიარა!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება