| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაში - „რა?სად?როდის?“ გაიმართა.
თამაშში V, VI, VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ზოგადი განათლების დონე გამოავლინეს. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება გაუწიეს X კლასის მოსწავლეებმა, პროექტ „სამოქალაქო განათლების“ ფარგლებში, პედაგოგ ნონა ბაბუაძის ხელმძღვანელობით.
„აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ