| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისში“, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული, საინტერესო და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, მე-9ა და მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“ განახორციელეს. მისი ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - თამარ სვანიძე გახლდათ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ჯგუფებად გაერთიანდნენ და მიზანმიმართულად იმუშავეს. მათ ისეთი გამოჩენილი ქართველების შესახებ, როგორებიც არიან: გიორგი შატბერაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი, რეზო თაბუკაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი დამატებითი ინფორმაცია შეაგროვეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
მოსწავლეებმა ერის წინაშე ამ პიროვნებების დამსახურებებზე იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გააზრებულად დააფიქსირეს იმაზე, თუ რატომ იმსახურებს თითოეული მათგანი მემორიალური დაფისა თუ ძეგლის გახსნას.
პროექტის მიმდინარეობისას, მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც თავიანთი ცოდნა და კრეატიულობა გამოავლინეს.
„მათ შეძლეს სხვადასხვა საგნობრივი და ფუნქციური ცოდნის ინტეგრირებული გამოყენება, რაც უზრუნველყოფს კრიტიკული აზროვნებისა და კვლევითი უნარების განვითარებას. მასწავლებლის მიერ თითოეული მონაწილე შეფასდა განმავითარებელი შეფასებით. მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბარათები, რითაც თავიანთი შრომა და პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს. ეს და მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოზარდთა ღირებულებების, ეროვნული თვითშეგნების და პროფესიული უნარების განვითარებას.
წარმატებები მოსწავლეებსა და მასწავლებელ თამარ სვანიძეს მომავალშიც“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ