სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„10 გლობალური პრობლემა, რომლებიც შესაძლოა თანამედროვე ტექნოლოგიებმა გადაჭრას“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
19-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო პროექტი, აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, VII-XII კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებელ ქეთევან ნადირაშვილისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს საგანმანათლებლო პროექტი: „10 გლობალური პრობლემა, რომლებიც შესაძლოა თანამედროვე ტექნოლოგიებმა გადაჭრას“.

პროექტის მიზანი იყო:

  • მოსწავლეებისთვის გლობალური პრობლემების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო შედეგების გაცნობა;
  • გაზიარება ცოდნისა, თუ რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს გლობალური პრობლემების პრევენციასა და გადაჭრაში;
  • მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარება;
  • მოზარდებში ფორმირებულიყო პასუხისმგებლობა გარემოს დაცვისა და გლობალური პრობლემების პრევენციის მიმართ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე. პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • მიწისძვრის პროგნოზირება თანამედროვე ტექნოლოგიებით;
  • ნახშირბადის უარყოფითი ზეგავლენა და მისი პრევენცია;
  • წყლისა და ქარის ენერგიის გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის;
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯანდაცვაში;
  • გრიპის უნივერსალური ვაქცინა;
  • წყალბადი, როგორც მომავლის საწვავი;
  • ტვინის გაშიფვრა და დემენციის მკურნალობა.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, პლაკატები და პოსტერები, რომლებშიც დეტალურად აღწერეს, როგორ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგია გლობალური პრობლემების გადაწყვეტას.

მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ სოფლის ღვაწლმოსილ ექიმს - ლია ქავთარაძეს, რომელმაც მათ ვაქცინაციის მნიშვნელობასა და დაავადებების პრევენციაზე ინფორმაცია მიაწოდა. ექიმთან გამართულ ინტერვიუმ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კიდევ უფრო გაამდიდრა მოსწავლეთა ცოდნა.

მოსწავლეებმა მიიღეს ღრმა ცოდნა გლობალურ პრობლემებზე და მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე.

„ბავშვებმა განივითარეს კვლევითი, კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარები, შეიძინეს ცოდნა იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც დღეს და მომავალში შესაძლოა გამოიყენონ პრობლემების დასაძლევად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ასევე გააცნობიერეს პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი და სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური. მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები, პრეზენტაციები და კედლის გაზეთები.

დირექტორმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწორი გამოყენება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გლობალური პრობლემების გადაჭრის გზაზე და მოუწოდა მოსწავლეებს, გააგრძელონ შემოქმედებითი მუშაობა.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა მადლობის სიგელები გადასცა პროექტის ორგანიზატორ მასწავლებლებს, მოსწავლეებს კი წარმატებები და შემდგომი განვითარების მოტივაციის ამაღლება უსურვა.

„მოსწავლეების ჩატარებული პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განათლება და ტექნოლოგია ერთად ქმნიან პლატფორმას, სადაც მომავალ თაობას შეუძლია გლობალური გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიება“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი

 

 

წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება