| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში გაიმართა ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ღონისძიების ხელმძღვანელმა - მზია ქელბაქიანმა.
მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია ნიადაგის მნიშვნელობის, დეგრადაციის, დაბინძურების და დაცვის შესახებ.
მე-7, მე-8 კლასელებმა დადგეს სცენარი - „ნიადაგს ჩვენი დახმარება სჭირდება“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გუნდები: „ჭიანჭველა“ და „თხუნელა“.
მათ მიეცათ დავალებები: 1. საჭირო რესურსების გამოყენებით შეექმნათ ნიადაგის
ჭრილის მაკეტი; 2. ნიადაგის შრეების სამუშაო ფურცლის გამოყენებით, არეული
ასოებიდან შეედგინათ ნიადაგის შრეების სახელწოდებები; 3. დახმარებოდნენ
ჭიაყელას ლაბირინთის გავლაში; 4. მოეწყო ეკოვიქტორინა.
გუნდებმა მიცემულ დავალებებს კარგად გაართვეს თავი. სკოლის დირექტორმა - გულიკო ფირცხალავამ გუნდები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ