სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

დიმიტრი უზნაძე - მეცნიერი, რომელსაც დისერტაციის დაუცველად მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი
02-12-2016
-
+


დიმიტრი უზნაძე დაიბადა  1886 წლის 2 დეკემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში. 

დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1909 წელს; ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით 1913 წელს.

1909-1918წწ. ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას  ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 

1933-1942წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე; 

1918–1950წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; მის ნაშრომებს შორის ფსიქოლოგიის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა მონოგრაფიებმა: "ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები"(1925), "ზოგადი ფსიქოლოგია"(1940), "განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები"(1949); 

1912 წელს მან გამოსცა "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი"; 1917 წელს მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო; 1939 წელს სკანდინავიაში ჟურნალშ ი გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი; 

გარდაცვალების შემდეგ ნიუ–იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია"; 

1910-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1950 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა დ. უზნაძის სახელი; 

1951 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია მისი სახელობის სტიპენდია; 1986 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა მისი სახელობის პრემია ფსიქოლოგიის დარგში; 

სახლში,სადაც ის ცხოვრობდა, გახსნილია უზნაძის სახლ–მუზეუმი; 

მასში დაცულია უზნაძის პირადი ნივთები, წიგნები, სამუშაო კაბინეტი; 1935 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.


წყარო: http://science.org.ge/

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება