სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ სპექტაკლად აქციეს 
13-12-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გააცოცხლეს. 

III კლასის მოსწავლეებმა ვაჟას „სათაგურის“ შესწავლის შემდეგ, ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელ დალი ჯაშის ხელმძღვანელობით, ნაწარმოები
სპექტაკლად აქციეს.

სპექტაკლის დადგმის იდეა მათ თვითმმართველობის წევრების მიერ მათთვის შეთავაზებული პროექტის - „მეგობრობის“ შემდეგ გაუჩნდათ. „სათაგურის“ მათეული ინტერპრეტაციით კი სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს მეგობრობის ძალა.

მოსწავლეთა შესრულებული ყველა როლი იყო ძალიან შთამბეჭდავი.

უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლისთვის შექმნილი სათაგურის დეკორაცია ამავე კლასის მოსწავლეს - ლევიკო ემირიძეს ეკუთვნის.  სპექტაკლისთვის მუსიკა დამრიგებელმა - დალი ჯაშმა შეარჩია. მხატვრულად, მუსიკალურად გაფორმებაში წვლილი მიუძღვით სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ გულნარა მიქელაძესა და მუსიკის
მასწავლებელ ეკატერინე ათაბაძეს.

სპექტაკლზე მიწვეული იყვნენ სოფელ ხუცუბნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მათი მასწავლებლები, სასკოლო საზოგადოების წევრები. მოსწავლეთა შემოქმედებითობით მოხიბლულმა სტუმრებმა მე-3 კლასელები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება