სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?
20-12-2024
-
+


სადღესასწაულოდ, სხვადასხვა სათამაშოთი და ნათურებით მორთული ნაძვის ხე შობა-ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. ის ამ დღეებს თითქოს მეტ ხალისსა და ჯადოსნურ ელფერს სძენს. 

საახალწლოდ, ოჯახებში შეიძლება ახლადმოჭრილ, ქოთნის ან ხელოვნურ ნაძვის ხეებს გადააწყდეთ. ისინი როგორც შიდა, ისე გარე დეკორაციისთვის გამოიყენება, მათ ქვეშ კი, ლამაზად შეფუთული საჩუქრებია განთავსებული. საინტერესოა, თუ რატომ დაუკავშირდა ნაძვის ხე შობასა და ახალ წელს. 

მარადმწვანე ხეების, გვირგვინებისა და გირლანდების მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ გამოყენება ძველი ეგვიპტელების, ჩინელებისა და ებრაელების ჩვეულება იყო. ხეების თაყვანისცემა წარმართ ევროპელებს შორისაც გავრცელებული იყო და გარკვეული დატვირთვა ქრისტიანობის მიღების შემდეგაც შეინარჩუნა. კერძოდ, სკანდინავიურ ქვეყნებში, ეშმაკის დასაშინებლად, სახლსა და ბეღელს მარადმწვანე მცენარეებით რთავდნენ. ამავე მიზნით, ისინი ჩიტებისთვის ხესაც დგამდნენ. 

ნაძვის ხესთან სხვადასხვა თქმულებაა დაკავშირებული, თუმცა თანამედროვე ნაძვის ხე დასავლეთ გერმანიაში წარმოიშვა. ადამსა და ევას შესახებ შუასაუკუნეების პოპულარული პიესის მთავარი საყრდენი „სამოთხის ხე“ იყო. ნაძვის ხეზე ჩამოკიდებული ვაშლები კი, ედემის ბაღს ასახავდა. გერმანელებმა 24 დეკემბერს, ადამისა და ევას რელიგიურ დღესასწაულზე, საკუთარ სახლებში სამოთხის ხე დადგეს და მასზე ვაფლი ჩამოკიდეს. მოგვიანებით, ვაფლი სხვადასხვა ფორმის ფუნთუშებით შეიცვალა. ნაძვის ხეს სანთლებს, სიმბოლურად, როგორც სამყაროს სინათლეს, ხშირად უმატებდნენ. იმავე ოთახში იყო „საშობაო პირამიდა“, ხისგან დამზადებული სამკუთხა კონსტრუქცია, რომელიც სხვადასხვა ორნამენტით, სანთლებით, ვარსკვლავებითა და მარადმწვანე მცენარეებით იყო მორთული. მე-16 საუკუნეში საშობაო პირამიდა და სამოთხის ხე გაერთიანდა და გახდა ნაძვის ხე.

ნაძვის ხის დადგმის ჩვეულება გერმანელ ლუთერანებში, მე-18 საუკუნეში, ფართოდ იყო გავრცელებული. მე-19 საუკუნის დასაწყისში ინგლისში შეტანილმა ნაძვის ხემ დიდი პოპულარობა დაიმსახურა. ჩრდილოეთ ამერიკაში კი, ნაძვის ხის ჩვეულება გერმანელმა მე-17 საუკუნეში ჩაიტანეს. ის განსაკუთრებით პოპულარული მე-19 საუკუნისთვის გახდა. ამავე პერიოდში, საახალწლოდ, ნაძვის ხე ავსტრიაში, შვეიცარიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში იდგმებოდა. ჩინეთსა და იაპონიაში კი, დასავლელი მისიონერების მიერ მე-19 და მე-20 საუკუნეებში შეტანილი ნაძვის ხეები ქაღალდის ორნამენტებით ირთვებოდა. 

ამ ყველაფერთან ერთად კი, ნაძვის ხის შესახებ სხვადასხვა ლეგენდა არსებობს. მათ შორის, ყველაზე ცნობილი რამდენიმე მათგანია, რომელთაც გაგაცნობთ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში, ინგლისელი მღვდელი გერმანიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად გაემგზავრა. მან მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე წმინდა სამების - მამის, ძისა და სულიწმინდის კავშირის არსი აუხსნა. შესაბამისად, ისე მოხდა, რომ ხალხმა წმინდა სამება სწორედ ნაძვის ხესთან დააკავშირა. ლეგენდის თანახმად, შობის სიმბოლოდ ეს ხე ამის შემდეგ იქცა. 

კიდევ ერთი გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ნაძვის ხის საშობაო პერიოდთან დაკავშირება გერმანელი მისიონერის - წმინდა ბონიფაცის სახელს უკავშირდება. ის VI სუკუნეში მოღვაწეობდა და ქრისტიანობას ქადაგებდა. ერთხელ, მან ქადაგებისას, ძალიან დიდი მუხის ხე მოჭრა, რათა ხალხისთვის წარმართული ღმერთების უძლურება ეჩვენებინა. მუხამ ყველა ხე წააქცია, მხოლოდ ნაძვის ხე გადარჩა. ამის შემდეგ, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ნაძვი შობის სიმბოლოდ იქცა. 

არის ლეგენდა, რომელიც იესო ქრისტეს დაბადებას უკავშირდება. მის მიხედვით, როდესაც იესო დაიბადა, ყველა ხემ მიართვა ძღვენი ახალშობილ უფალს. ბლის ხემ - ბალი, ვაშლის ხემ - ვაშლი და ა.შ. მხოლოდ ნაძვი იდგა და ჩუმად ტიროდა, ვერ ბედავდა ახალშობილთან მიკარებას, რადგან ეშინოდა არ დაეკაწრა. სწორედ ამიტომ, იესომ შეიწყალა საბრალო ნაძვი და ტკბილეულითა და სათამაშოებით დაამშვენა. ამ ლეგენდის თანახმად, ნაძვის ხეს შობა-ახალი წლისთვის ამიტომ ვრთავთ.

სხვა თქმულების თანახმად, XVI საუკუნეში მარტინ ლუთერმა შობის საღამოს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადო, რომელიც სანთლებით მორთო. ეს კი მთელ გერმანიში ტრადიციად იქცა. დროთა განმავლობაში კი, თაიგულის მოსართავები შეიცვალა და წიფელიც ნაძვმა ჩაანაცვლა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს, კლასში კი შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება