სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რომელი კერძებია საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში?
28-12-2024
-
+


საქართველოში შობა-ახალი წელი საცივისა და გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ის კერძებია, რომლებიც ნებისმიერი ოჯახის საახალწლო სუფრაზე შეიძლება იყოს. 

ისინი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს საშობაო ღვეზელი, რომელიც შობის წინა საღამოს ცხვება. რასაკვირველია, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიციული კერძები აქვთ. ჩვენ ინფორმაცია სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიძიეთ. 

სადღესასწაულო სურნელი სხვადასხვაა, ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს. 

 დანია - Julesild

დანიაში ქაშაყი ძალიან პოპულარული კერძია, მას 365 დღის განმავლობაში მიირთმევენ, თუმცა საახალწლოდ მაინც სხვა დატვირთვას იძენს. ამ დროს, ქაშაყის მწნილს, სანელებლებით, დარიჩინითა და მიხაკით მიირთმევენ. მას, როგორც წესი, დანიური ჭვავის პურის თანხლებით ჭამენ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დანიურ სუფრაზე თავი ხორციანი კერძებისთვისაც უნდა შემოინახოთ. 

პოლონეთი - Barszcz

პოლონეთში საშობაო ვახშამი ხორცის გარეშე იწყება. თავდაპირველად, მოსახლეობა ჭარხლის წვნიანს მიირთმევს, რომელიც ბოსტნეულის ბულიონში ძმრითა და ნივრით მზადდება. მას, ტრადიციულად პატარა სოკოთი სავსე პელმენებთან ერთად მიირთმევენ. 

ფილიპინები - Bibingka

მას საუზმეზე მიირთმევენ. Bibingka ბრინჯის ფქვილის ცომის ნამცხვარია, რომელიც ქოქოსის რძით, კარაქითა და კვერცხით მზადება. მას ასევე, გამდნარი ყველი, მარილიანი იხვის კვერცხი და გახეხილი ქოქოსის უხვად მოფრქვევა უხდება. მას, ტრადიციულად, ცხელ ნახშირზე, თიხის ჭურჭელში ამზადებენ, რომელშიც ბანანის ფოთლებია ჩაფენილი. 

ავსტრია 

შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული ავსტრიული სამზარეულო დელიკატესებითაა მდიდარი. ამიტომაც, ბუნებრიავია, რომ სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლადაა შნიცელიშტრუდელი, ტრადიციული ავსტრიული თევზის სალათი. უნგრეთში ჩვეულებრივ სადღესასწაულო სუფრის ნაწილია ტრადიციული ბაგელები - ესაა ყაყაჩოსა და თხილის რულონები.

 გოა - Sorpotel

ინდოეთის დასავლეთი ნაწილში მდებარე გოა პორტუგალიის კოლონია ოთხი საუკუნის განმავლობაში იყო. ამან კი ამ ორი კულტურის გარკვეულწილად შერწყმა განაპირობა. გოაში შობის დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია სორპოტელი. ეს კერძი ღორის ხორცისგან (ტრადიციულად, ღვიძლისა და გულის ჩათვლით), მოხარშული დარიჩინის, კუმინისა და ქაშმირის მცენარისგან მზადდება. მასთან კომბინაციაში კარგია ქოქოსის ლიქიორით გაჟღენთილი ბრინჯის ნამცხვრები.

სიცილია - Buccellato

სიცილიელები შობა-ახალი წლის დაღესასწაულებს დესერტებით აღნიშნავენ. ეს კონკრეტული დესერტი წრიული ნამცხვრია, რომელიც ლეღვის ჩირით, ნუშითა და ფიჭვის თხილით მზადდება. მისი გამორჩეული გემოს ძლიერი ღვინო განაპირობებს. ის საკონდიტრო ნაწარმში ცხობის წინ ემატება. 

გერმანია

ტრადიციული საახალწლო კერძი შუა საუკუნეებიდან ჩნდება. მართალია, მას თავიდან წმინდა მარტინის დღის აღსანიშნავად ამზადებდნენ, მაგრამ, დროთა განმავლობაში, შემწვარი იხვი საახალწლო სუფრის მთავარ კერძად იქცა. მას ვაშლით, ქლიავით, ხახვითა და სხვა ინგრედიენტებით ამზადებენ. 



კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება