სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 სკოლამ საქალაქო ბიბლიოთეკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
02-12-2024
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქუთაისის ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დაგვირგვინდა.

როგორც, ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში გევუბნებიან, სკოლას, წლებია, საქმიანი, კეთილგანწყობილი, პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა აქვს ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკასთან.

ბიბლიოთეკის გამგე ლალი ხაჭაპურიძე და სრულად პერსონალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი პასუხისმგებლობით გამორჩეული ადამიანები არიან. მათი წიგნისადმი დამოკიდებულება იგრძნობა სიტყვაში, საქმეში, მეგობრობაში. ასეთმა დამოკიდებულებამ და სკოლის შენობის, საკუთარი სივრცის უქონლობამ კიდევ უფრო დააახლოვა სკოლა მერვე საქალაქო ბიბლიოთეკასთან.

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში დაგეგმილი აქტივობები სწორედ ამ კედლებში, ამ საინტერესო და საყვარელი ადამიანების თანადგომით იმართება.

სკოლის კოლექტივის ინიციატივით, მშობელთა, მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, ბიბლიოთეკის გამგე ლალი ხაჭაპურიძესთან შეთანხმებით, 29 ნოემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

იმავე დღეს კი ბიბლიოთეკამ სკოლის მკითხველთა კლუბს „კეჟერაძეები“ უმასპინძლა.

მკითხველთა კლუბმა (ხელმძღვანელი მაია ჟვანია) დაარსების დღიდან არაერთი აქტივობა განახორციელა.

„შემოდგომის მიწურულს, მშვიდ, მზიან ამინდში, ბიბლიოთეკის სამკითხველო მაგიდებს შემოუსხდნენ პატარა მკითხველები და განიხილეს დევიდ უოლიამსის წიგნი „ბანდიტი ბებია“. კლუბის ხელმძღვანელმა მაია ჟვანიამ დევიდ უოლიამსის აღნიშნული წიგნი საჩუქრად გადასცა ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკას.

ხელოვნების მასწავლებელ ვერა ლომიძის, ქართულის მასწავლებელ დარეჯან გიგიაძის, დაწყებითი კლასების პედაგოგების - შორენა ჩაფიძის, ნინო ბოჭორიშვილის, თამარ კობახიძის, მარიამ კარკაძის სწორი მიმართულების მიცემით, რეკომენდაციით ბავშვებმა სიღრმისეული ანალიზი გააკეთეს, განიხილეს წაკითხული ნაწარმოები და წარადგინეს მოთხრობის საკუთარი შემოქმედებითი ნიმუშები — ნახატები, ჩანახატები“,- გვიყვებიან სკოლაში და მემორანდუმის ფარგებში კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ საყვარელ სივრცეში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება