| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხავა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები ჯემალ ქათამაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდნენ. მოზარდები კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, მე-12 კლასის მოსწავლე ლიკა ჭაღალიძემ კონკურსში მე-3 ადგილი მოიპოვა და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.
მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნტალია შოთაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა როგორც საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათ შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება