| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან. მათ გარდა საგნობრივი ცოდნის მიღებისა, ასევე ასწავლიან, რომ შემწყნარებლები უნდა იყვნენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე სპეციალური დოკუმენტური ფილმის ჩვენებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „ჩემი თმა“, რომელშიც 13 წლის ოლივია საუბრობს თავის თმაზე და იმის შესახებ, თუ როგორია იზრდებოდე ლუქსემბურგში, როგორც შერეული რასის ბავშვი.
„ფილმის ჩვენებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, უფრო ღრმად გაეაზრებინათ განსხვავებულობის პატივისცემის, ტოლერანტობის და ერთმანეთის მიმღებლობის მნიშვნელობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა სოლიდარობის გრძნობის გაღვივებას და სხვადასხვა კუთხის ადამიანების ურთიერთგაგების ხელშეწყობას.
ფილმის შემდეგ მოეწყო დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი აზრები გაუზიარეს ერთმანეთს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პატივისცემა და თანადგომა საზოგადოებაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ