| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი მწერლის ღვაწლი.
მოსწავლეებმა მაყურებელს შეახსენეს რაოდენ დიდი ამაგი აქვს მას ქართველი ერის წინაშე.
„მათ წაიკითხეს მისი ლექსები თუ გენიალური ნაწარმოებები, ილიას დამრიგებლური მოწოდებები, თუნდაც ის, რომ: „განათლება შეიძლება გქონდეს საშუალო, მაგრამ აღზრდა უნდა გქონდეს უმაღლესი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
„ილიას ღვაწლის გადმოცემას, რა თქმა უნდა, ერთი გაკვეთილი თუ ღონისძიება არ ეყოფა, იმდენად ბევრია სათქმელი, მაგრამ ბავშვები შეეცადნენ, ილიას სახელის უკვდავსაყოფად, თავისი სათქმელი მიეტანათ მსმენელამდე და პატივი მიეგოთ ჩვენი „უგვირგვინო მეფის“ - ილია ჭავჭავაძისთვის“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ