სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტერენტი გრანელის ნაკვალევზე
29-11-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებსაც პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ.

„არაფორმალურ განათლებას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაში, ამაზე დღეს აღარავინ დაობს. მოსწავლეებს უბრალოდ „ბეზრდებათ“ სკოლის ერთფეროვანი, რუტინული გაკვეთილები, ერთგვარად „გადატვირთვა“ სჭირდებათ, რაც პირდაპირ მიბმულია  სასწავლო შემოქმედებით აქტივობებთან, რომელთა შორისაც ექსკურსია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ამჯერად, მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ასმათ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიით ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. 

აქტივობაში მონაწილეობდნენ  საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ეს იყო პროექტ - გაკვეთილი, რომლის დაგეგმვასა და განხორციელებაში, როგორც გვიყვებიან, ყველამ თავისი როლი მოირგო.

მოსწავლეები გაეცნენ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას, გააკეთეს პოსტერი, რითაც საზოგადოებისთვის უნდა გაეცნოთ მშფოთვარე სულის პოეტი, დაამზადეს ვიდეორგოლები, ჩაწერეს ლექსები „caf-cut-ის“ გამოყენებით.

„მუზეუმის ხელმძღვანელმა, საოცარმა ქალბატონმა - ბროლისა ლუკავამ ჩვეული გულისხმიერებით უმასპინძლა მათ, გააცნო თითოეული ექსპონატი, ესაუბრა პატარა ტერენტის შესახებ, აჩვენა ფოტოები, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პოეტის დედის, ივლიტა ლუკავას, ფოტომ, სათნოებითა და სიყვარულით სავსე მზერა ჰქონდა საუკუნის სიღრმიდან გამომზირალს, (აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დირექტორი, ბროლისა, გვარად ლუკავაა, მეუღლე- კვირკველია, ისე როგორც ოდესღაც ივლიტა ლუკავასა და სამსონ კვირკველიას წყვილი)“, - გვიყვებიან სკოლაში.

დღის ბოლოს ესტუმრნენ შემოდგომის ბაღს, გაერთნენ და დააკვირდნენ ფერების მეჯლისს. ბიბლიოთეკაში აიღეს წიგნები წასაკითხად.

„იმ დღეს მათ იარეს ტერენტის ნაკვალევზე, ნახეს, რომ  „კვლავ ცაცხვებია ეკლესიასთან,“  მოინახულეს  „წალენჯიხის ძველი საყდარი“, - ამბობენ სკოლაში.

სასწავლო მიზნები, რომლებიც ამგვარ აქტივობებს ახლავს თან, როგორც სასკოლო საზოგადოება აღნიშნავს განხორციელდა.

მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მათთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

„ოქტომბერი წალენჯიხაში ტერენტის ეკუთვნის, 10-ში მისი დღე აღინიშნება, განწყობა მთელ თვეს გასტანს. ეს ხდება მაშინ, როცა „შემოდგომის სურნელება დგება“, როცა ტერენტის სული გადმოეფინება  დაუსაბამო ციდან და გვიხმობს, ახლოს გავიცნოთ ჩვენი ცის და მიწის შვილი, ტერენტი გრანელი.

ეს იყო ექსკურსია გაკვეთილი, სწავლა -სწავლების პროცესის გადატანა არაფორმალურ გარემოში, რამაც გარკვეულწილად შეუწყო ხელი ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას.

ზრუნვა და მხარდაჭერა, რომელსაც მოსწავლეები ავლენენ ექსკურსიის დროს, ხელს უწყობს  თითოეული მოსწავლის  პიროვნული  და სოციალური უნარების  განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება