სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N36 საჯარო სკოლა ჭადრაკის წარმატებულ მასწავლებელს - მადონა ბოკუჩავას გვაცნობს 
29-11-2024
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან.  

სკოლა სიამაყით გვაცნობს ჭადრაკისა და იტალიური ენის მასწავლებელს - მადონა ბოკუჩავას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უნიჭიერესი პედაგოგი საჭადრაკო სკოლა „ლაზიერის გამბიტის“ დირექტორი და მწვრთნელი გახლავთ. მას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. 

აღსანიშნავია, რომ 23–25 ნოემბერს ბათუმში გაიმართა ჭადრაკის მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის 130 წამყვანი მწვრთნელი. მათ შორის იყო პედაგოგი მადონა ბოკუჩავა.

მისი მიღწევები მართლაც რომ შთამბეჭდავია. 

ის გახლავთ ევროპის ორგზის პრიზიორი გოგონათა შორის (2000-2004წწ);

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში;

საქართველოს უნივერსიადის ოთხგზის გამარჯვებული;

„კავკასიის უნივერსიადის“ ორგზის ჩემპიონი;

მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი;

ფიდეს ოსტატი ქალთა შორის. მას ასევე შესრულებული აქვს საერთაშორისო ოსტატის ერთი ნორმატივი.

მას აქვს 12-წლიანი სამწვრთნელო სტაჟი.

პედაგოგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში მეთოდისტად, მთავარ სპეციალისტად, მწვრთნელად. ის ასევე, მუშაობდა მაია ჩიბურდანიძის სახელობის „ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში“.

2021 წელს კი მოსწავლეთა შედეგების მიხედვით მასწავლებელი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სტიპენდიანტი გახლდათ.

„მადონა ბოკუჩავა წლების განმავლობაში ითვლება წარმატებულ მწვრთნელად. 2023 წელს იყო მოწვეული ტრენერი და მონაწილეობას იღებდა I და II კლასის ჭადრაკის მასწავლებელთა გადამზადების პროექტში“, - გვიყვებიან სკოლაში.

მისი ყველაზე წარმატებული მოსწავლე გახლავთ 16 წლის ნიკოლოზ შამათავა-ფიდეს ოსტატი მამაკაცთა შორის, რომელიც 10 გზის საქართველოს ჩემპიონია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ის ასევე, არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ძალიან პერსპექტიულ მოჭადრაკედ ითვლება.

„მადონასა და ნიკას მასწავლებლისა და მოსწავლის სტატუსი 7 წელზე მეტს ითვლის“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება