სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
25-11-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწავლის პირველ ნაბიჯებს, რადგან სწორედ აქედან ეყრება საძირკველი განათლებას.

სკოლა სომხურენოვანია. პირველ კლასში კი 2 მოსწავლეა. მართალია, კლასი მცირერიცხოვანია, მაგრამ როგორც თავად სკოლაში აღნიშნავენ, ამას ხელი არ შეუშლია მასწავლებლისთვის, რომ საინტერესო გაკვეთილი წარემართა. 

პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

მასწავლებელმა გაკვეთილი საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმართა. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს პირველი ასო-ბგერის წარმოთქმას, ისწავლეს მისი დაწერა და იპოვეს სიტყვები, რომლებიც „ა-თი“ იწყება.

გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა - ლუსინე ოვაკანიანმა განახორციელა შემოქმედებითი აქტივობები: ბავშვებმა იმღერეს და დაიმახსოვრეს პირველ ასო-ბგერასთან დაკავშირებული სიმღერა, დახატეს სურათები, რომლებშიც ასო-ბგერა „ა“ იყო გამოყენებული.

„ეს გაკვეთილი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლება გახდეს საინტერესო, მხიარული და მოსწავლეების ენთუზიაზმით სავსე. ორივე ბავშვმა კარგად აითვისა პირველი ასო-ბგერა, რაც მათი სწავლის გზაზე პირველი ნაბიჯი იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება