სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება ​მაჭატიის საჯარო სკოლაში
25-11-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც განსაკუთრებით გამორჩეული და მრავალფეროვანი პროგრამით იყო დატვირთული.

ღონისძიება ქართული ენის მასწავლებლებმა: ვენერა მღებრიშვილმა, ხათუნა ლომიძემ და თამარ სუკასიანმა მოამზადეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები საქართველოს მეღვინეობის განვითარების ისტორიის შესახებ, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს თემატური სიმღერები.

მსმენელებმა დიდი სიამოვნებით იხილეს პიესა-ინსცენირება, ცეკვა „ცანგალა და გოგონა“, რომელიც ქართული ტრადიციების სიღრმისეულად გაცნობასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

„ზეიმი კიდევ უფრო გაალამაზა აჭარული ცეკვითა და ქართული ხალხური მუსიკის მელოდიებით შესრულებულმა ნომრებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ზეიმის ბოლოს კი მოსწავლეებმა თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

„ღონისძიებამ არა მხოლოდ გაზარდა მოსწავლეების ცოდნა ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ, არამედ წაახალისა მათი შემოქმედებითი უნარები და გუნდური მუშაობის განვითარება. ეს დღე სკოლის საზოგადოებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა!“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სომხურენოვანმა მოსწავლეებმა ქართული ენის ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება