სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს სახელმწიფოს სიძლიერეს“- ბავრის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ველელი- შირინიანი 
19-11-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ველელი- შირინიანი მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას, უსაფრთხო და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მას, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვნად ურთიერთპატივისცემა და სიყვარული მიაჩნია. ბავშვებს რჩევებს ყოველთვის აძლევს და თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ ისინი ღირსეულ პიროვნებებად ჩამოაყალიბოს.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს დირექტორი ჯულიეტა ველელი- შირინიანი პასუხობს:

 - პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პოზიტიური  სასკოლო გარემო ნიშნავს, მეგობრულ, ჯანსაღ პედკოლექტივს, სუფთა ლამაზად  გარემონტებულ სკოლის შენობას, ლამაზ, თბილ განათებულ საკლასო ოთახებს, როცა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც უხარიათ სკოლაში მოსვლა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, სითბო და ბავშვების სიყვარული. ბავშვების დაინტერესება,  შესაძლებლობის შემთხვევაში ექსკურსიები.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ჩემი მოსწავლებიდან ბევრმა წარმატებით ჩააბარა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს  სასწავლებლებში. ეს დიდი სტიმულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სახელმწიფოს სიძლიერეს. განათლებული ზრდილობიანი ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა... 
- ალტრუიზმი. მოსახლეობისათვის ვისაც სჭირდება შეძლებისდაგვარად დახმარების ხელის გაწვდა. ჩემი მოტივაციაა ასევე, ვიცი, რომ დილით, როცა სკოლაში მივალ შევხვდები ჩემს ბარტყებს, ჩემს მოსწავლეებს, მივეფერები. სითბოს  გასცემ და მიიღებ  უკუკავშირს, უამრავ სითბოს და ღიმილით  გაბადრულ სახეებს, მიყვარს ჩემი ბავშვები. მომავალი თაობა უნდა ავღზარდოთ კეთილი და განათლებული...  ჩვენი დევიზია „და გზა უვალი შენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩება“

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- არა მარტო ყველა მოსწავლეს, არამედ ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ვურჩევ.  წაიკითხონ ლევან სანიკიძის „უქარქაშო  ხმლები“, ლევან  გოთუას - „გმირთა ვარამი“ და ყინწვისის  ანგელოზი“; გ. აბაშიძის „დიდი  ღამე“, „ცოტნე  დადიანი“, „გიორგი სააკაძე“ და ძალიან ბევრი  გამოჩენილი მწერლის ან პოეტის შემოქმედება, რათა ჩაწვდნენ საქართველოს ისტორიის სიღრმეს, სიყვარულით და  სიამაყით აღივსონ. უყვარდეთ საქართველო, იყვნენ გულანთებული პატრიოტები.  სკოლაში  აუცილებლად  უნდა ისწავლებოდეს ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი. „სანამ გმირმა  შენთვის სული დალია, სქთვა:  სამშობლო უპირველეს  ყოვლისა“ 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა... 
- უამრავი ღონისძიება იყო ასეთი. მაგალითად, პირველი სექტემბრის, სწავლის დაწყების ღონისძიება, „ოქროსფერი შემოდგომა“, საახალწლო  ღონისძიება. გაზაფხულის შეხვედრა, მასწავლებლის დღე,  8 მარტი. ღონისძიებები ბავშვებში ხელს უწყობს თვითშემოქმედების განვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობა უჩნდებათ. 


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს

 

 

 

სექტემბრიდან დამრიგებლები დამატებით 200 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად - რამდენ პედაგოგს შეეხება დამატებითი ანაზღაურება

სკოლას უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს - დეტალები

ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები
შეხვედრის დროს მოსწავლეები მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობასა და იმ პასუხისმგებლობაზე
 
 
 
ბრწყინვალეა საყდრიონის საჯარო სკოლის გუნდის შედეგებიც
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება