სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა 
19-11-2024
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ბავშვების საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

„მათ წაიკითხეს ზღაპრები, შექმნეს ნახატები, შეხვდნენ პეპის და კარლსონის მხიარულ პერსონაჟებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრების შესახებ ისაუბრეს და საყვარელი პერსონაჟები დაასახელეს. აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

დღემ საინტერესოდ და ჟრიამულით ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება