სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყურადღებიანი და მეგობრული მასწავლებელი, დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე“- იაგულ აბულაძე, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის პედაგოგი
18-11-2024
-
+


რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იაგულ აბულაძე წარმატებული მომავალი თაობების აღზრდაზე, მათი ცოდნის გაღრმავებსა და მოტივირებაზე ზრუნავს. 

მისი თქმით, კლასში არსებული ატმოსფერო მოსწავლეთა სწავლის მიმართ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს. სწორედ ამიტომ, ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. 

პედაგოგმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- საკლასო გარემო გულისხმობს კლასში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები მოქმედებს. კლასში არსებული ატმოსფერო მოსწავლეთა სწავლის მიმართ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მნიშვნელოვანია ჯანსაღი დამოკიდებულება. ყურადღებიანი და მეგობრული მასწავლებელი, რომელიც არც ზედმეტად მკაცრია და არც ზედმეტად რბილი, დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.

მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეს თავისუფლად შეეძლება აზრის გამოთქმა და მის აზრს, შეხედულებას თუ პოზიციას პატივისცემით მოეპყრობიან. 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან სკოლაში მიღებული ცოდნით, ხშირად აღწევენ წარმატებას. მათ ურთიერთპატივისცემა და დიდი სიყვარულის გამოხატვის უნარი აქვთ, უფროსებისა და თანატოლების მიმართ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე სწორედ ერთიან გუნდს გულისხმობს, სადაც ყველა ფიქრობს და ზრუნავს სკოლის ავტორიტეტის გაზრდაზე, წინსვლასა და განვითარებაზე, სადაც ყველა პასუხისმგებლობით ეკიდება მათ მოვალეობებს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- შენ, რომელმაც ახლა კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება სევდიანიც შეიძლება იყოს, მხიარულიც, უცნაურიც, იდუმალიც; რომ ის ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ; რომ თუ არ დავეცით, ვერ ავდგებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია. ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობა, სიყვარული და სიძლიერე სჭირდება.

განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გამაჩნია თითოეული აღსაზრდელის მიმართ, ჩემი მთავარი მოტივაციაა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- აკაკი წერეთლის - „გამზრდელი“, ილია ჭავჭავაძის - „მგზავრის წერილები“, „განდეგილი“, დავით გურამიშვილის - „დავითიანი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ექსკურსია, ლაშქრობები, თეატრალური წარმოდგენები, ინტელექტუალური თამაშები.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება