| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, რომლებშიც მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, შეხვედრა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ამ დღეს სკოლაში ლექცია-გაკვეთილი მიეძღვნა, სადაც მოსწავლეები კიდევ ერთხელ ეზიარნენ ილიას შემოქმედებას და ისაუბრეს მის მოღვაწეობაზე.
მოსწავლეები მწერლის ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც გაეცნენ, მისი ბიოგრაფია გაიხსენეს და აღნიშნეს, თუ რამდენად დიდი გავლენა იქონია თავისი შეგონებებით ქართველი საზოგადოების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება