| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ადგილზე ქიმია-ბიოლოგიის სწავლა-სწავლების პროცესის საინტერესოდ წარმართვის, მოსწავლეთა ჩართულობისა და აღნიშნული საგნების მიმართ სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით ე.წ. სწავლას კეთებით დიდი ყურადღება ეთმობა.
სკოლის ლაბორატორიაში კი, საინტერესო ექსპერიმენტები იმართება. მუშაობისას ისინი, ძირითადად იყენებენ ძმარს, სოდას, კირიან წყალს, ლიმონმჟავას, იოდს, სახამებელს და ა.შ.
მაგალითისთვის, მოსწავლეებმა მოდელები შექმნეს და ექსპერიმენტები ჩაატარეს. მათ მჟავა-ტუტიანობა ბუნებრივი ინდიკატორითა (იასამნისფერი კომბოსტოს ნაყენი) და ხელოვნური უნივერსალური ინდიკატორით განსაზღვრეს.
მეათეკლასელების ჩატარებული ცდა/ ექსპერიმენტი კი, პლაზმური მემბრანის შერჩევითი გამტარობაა. მათ პოლიეთილენის პარკში მოათავსეს სახამებლის ბუბკო და ჩაუშვეს იოდიან წყალში, რომელიც მოთავსებული იყო ქილაში. რამდენიმე წუთში იოდმა შეაღწია პოლიეთილენის პარკში და სახამებელი გალურჯდა. მსგავსი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც სახამებლის ბუბკო იყო მოათავსეს ლურჯ ხსნარში. ამ შემთხვევაში, სახამებელს ფერი არ შეუცვლია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლაზმური მემბრანის მსგავსად პოლიეთილენის პარკი შერჩევით ატარებს ნივთიერებებს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა ფილტვის, მიტოქონდრიის, სომატური უჯრედის სასიცოცხლო ციკლის (ინტერფაზა, მიტოზი) მოდელებზე იმუშავეს.
მათი ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ციალა ზარიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ