| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და შემეცნებითი ინციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
8 ნოემბერს კი, გაიმართა ი. ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ილია, როგორც ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მასწავლებლების: ეკატერინე ტუმასიანის და ნატალია გულიკაშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა ამომწურავად ისაუბრეს ილიას როლზე, დამსახურებაზე ქვეყნისა და ერის წინაშე, მისი ნაწარმოებების მრავალფეროვან თემატიკაზე, ეროვნულ იდეებსა და ხედვებზე.
დასასრულს, მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია, თემაზე: ილია, როგორც ენის, მამულის, სარწმუნოების ერთგული დამცველი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი