სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაფორმალური განათლების განუყოფელ ნაწილად ქცეული „თეატრის დღეები“ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
14-11-2024
-
+


„თეატრი კუნძულია იმ ქაოსში, რომელშიც ვარდება საზოგადოება უბედურების ჟამს. თეატრი იმ საუკეთესოს კეთილის, რაინდულის მცველია, რომელიც ჩვენში არსებობს“,- ამ სიტყვებით შთაგონებული ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სიყვარულს თეატრისადმი დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს უკვე ტრადიციაა, არაფორმალური განათლების ნაწილია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღზარდო მაღალზნეობრივი ღირებულებებით ჩამოყალიბებული მომავალი თაობა და აზიარო მშვენიერების სამყაროს - ეს ყველაზე დიდი ამოცანაა, რომელიც სკოლების წინაშე დგას.

3 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე - „იავნანამ რა ჰქმნა“ გაცოცხლდა. V,V, VI, VII, VII, VIII კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები: ნანა ჭანტურია, ლელა სილაკაძე, სოფიო სოფრომაძე, ირმა ქარქაშაძე, ეელისო ბერძული, ლოლა ტოფაძე) მშობლებთან ერთად თეატრალური სამყაროს თანამონაწილენი გახდნენ.

8 ნოემბერს კი „ხევისბერი გოჩა“ და კვლავ ქუთაისის მესხიშვილის თეატრი იყო მოსწავლეთა მასპინძელი. VIII, IX , IX კლასები (დამრიგებლები: მირანდა სოფრომაძე, ცირა კუბლაშვილი, კოტე გოშხეთელიანი) მოსწავლეთა მშობლებთან ერთად „ხევისბერი გოჩას“ ახალ ვერსიას გაეცნენ.

იყო ოვაციები, ყვავილები, სამაგალითო სიტყვები მაყურებლისა და მსახიობის მიმართ.

ლადო მესხიშვილის თეატრის ხელმძრვანელობამ დიდი პატივისცემა გამოხატა ტყიბულელი მაყურებლის, სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის მიმართ.

„განსაკუთრებით საინტერესო იყო ინტერვიუ მსახიობებთან. გამოიკვეთა მთავარი - უდიდესი ბედნიერებაა იყო თეატრალური ხელოვნების თაყვანისმცემელი და კარგი მსმენელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯმდომარე დოდო ქათამაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება