| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში, ღონისძიება სახელწოდებით - „ეს ნანატრი შემოდგომა, რა ჩუმ-ჩუმად დაფენილა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები.
სკოლაში, ასევე ჩატარდა ვიქტორინა „ოქროსფერი შემოდგომა“, სადაც მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღნიშნულ დღეს, ბავშვებმა ასევე, კლასში წარადგინეს თავიანთი შემოქმედება, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. კოსტიუმირებულმა სანახაობამ ეს დღე მეტად მრავალფეროვანი და განსხვავებული გახადა.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი