სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წინარეხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
13-11-2024
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის პირველ კლასში მნიშვნელოვანი სიახლეა. 

პატარა მოსწავლეებმა „ანბანის სამყაროში“ შეაბიჯეს. ამასთან დაკავშირებით კი, მასწავლებლის - ნინო მერებაშვილის ხელმძღვანელობით, გაკვეთილი-ღონისძიება - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის - მაია თხინვალელის დახმარებით, ლამაზი დეკორაციები და რესურსები დაამზადეს. სახალისო აქტივობები კი, მეტად თბილ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ანაბანეთის ჯადოსნურ სამყაროში, გამოჭრეს იები, ასევე „აი ია" და მეგობარი „ი" და „ა" გააფერადეს. ეს უკანასკნელი აქტივობა სტუდია „ლურჯა ცხენების" მუსიკის - „აი იას" ფონზე მიმდინარეობსა. აკომპანიმენტს კი მუსიკის მასწავლებელი მარინა სიხუაშვილი უწევდა. ღონიძიების ბოლოს, მოსწავლეებმა, საკუთარი ხელით შექმნილ იების ჩარჩოსთან, ერთობლივი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ღონისიებები სიმბოლურია სკოლისთვის, რადგან სკოლა წელს აღნშნავს საიუბილეო 145-ე წლისთავს და ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ეტაპობრივად იმართება იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს, სასკოლო ცხოვრების ასპარაზზე და სასკოლო საზოგადოება მომავალ თაობებს უსურვებს მსოფლიოში ყველაზე უნიკალურ, გამორჩეული და ძველი ქართული ანბანის დაცვასა და შენარჩუნებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება