სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა
10-11-2024
-
+


დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა. ის გავლენას ახდენს წერის უნარზე. დისგრაფია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად, ხელით წერის, მართლწერის და იდეების ქაღალდზე გადმოტანის დროს.

დისგრაფიის მქონე ადამიანებს უჭირთ ასოების სწორად წერა და აზრების წერილობითი ფორმით გამოხატვა. აღნიშნულმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის აკადემიურ მოსწრებაზე, თვითშეფასებასა და კომუნიკაციის უნარებზე. 

საინტერესოა, რა იწვევს მას?

მეცნიერები დანამდვილებით ვერ ამბობენ, რა იწვევს მას. ზრდასრულებში დისგრაფია ძირითად შემთხვევაში, თავის ტრავმით არის განპირობებული, ბავშვებში კი სწავლის უნარის ისეთ დარღვევებთან ერთად აღინიშნება, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, დისლექსია (კითხვის უნარის დარღვევა).

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ცუდი ხელწერის ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანს დისგრაფია აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები დისგრაფიაზე მიუთითებს. 

წერის დროს ბავშვი ამატებს, ტოვებს ან ანაცვლებს ასო-ბგერებს;

აქვს სივრცის დაცვისა და ასოების მოხაზვის სირთულე;

უჭირს ნაწერის ამოკითხვა;

ბევრ გრამატიკულ შეცდომას უშვებს და უჭირს წინადადებების აწყობა;

უჭირს აზრების ჩაოყალიებება და ნააზრევის ფურცელზე გადატანა;

აბზაცის შექმნა მისთვის სირთულეს წარმოადგენს;

სარკისებრი ასოების (წ-შ, ხ-ძ) სწორად ჩაწერის შეუძლებლობა;

დიდი სხვაობა შეინიშნევა დაწერილსა და სიტყვიერად გადმოცემულის გაგებას შორის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება