სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

I-VI კლასების მოსწავლეები სასკოლო ნივთებს უფასოდ მიიღებენ - დადგენილება
11-11-2024
-
+


ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას.

დოკუმენტში საუბარია, რომ „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ოჯახები ვერ ახერხებენ ბავშვებისათვის სასკოლო ნივთების შეძენას, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვის განვითარების შემაფერხებელია“.

ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები საჭიროების მქონე I-VI კლასის მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები.

აღსანიშნავია, რომ სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან მესამე პირების მიერ განხორციელებული შეტყობინება (მათ შორის ანონიმური ზარი).

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია სასკოლო ნივთების, მათ შორის  სასკოლო ჩანთა, პენალი, რვეულები, სახატავი რვეული, კალამი და ფერადი ფანქრები, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, სახაზავი, საღებავი, გუაში და ფუნჯი, პლასტილინი და საძერწი დაფა, სამაგიდო თამაში – ჭადრაკი და სხვა.

გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენია:

ა) პროგრამით მოსარგებლის, ბავშვის მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (აუცილებლობის შემთხვევაში);

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში);

გ)  მეწარმე/იურიდიული პირის მიერ გაცემული ინვოისი, თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 100 ლარისა;

დ) სხვა დამატებითი დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში.

ამასთან,  დოკუმენტებს ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული სასკოლო ნივთებით დახმარება, საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეიძლება გაეწიოთ არაუმეტეს 100 ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე;

ანგარიშსწორება განხორციელდება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული მეწარმე/ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება