სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ესგ-ში შესულ ცვლილებებსა და მოსწავლეთა შეფასების შესახებ მასწავლებლებისთვის განმარტებას მარიამ ჩიქობავა აკეთებს
12-12-2024
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი, მარიამ ჩიქობავა მოსწავლეთა შეფასების შესახებ მასწავლებლებისთვის განმარტებას ავრცელებს. რა ტიპის შეფასებაა სავალდებულო და რა მხრივ აქვთ პედაგოგებს თავისუფლება.

„როგორც იცით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შარშან განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სკოლას/მასწავლებელს დიდი თავისუფლება აქვს; ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსწავლეების შეფასებას ვგულისხმობ. რაც სავალდებულოა - ეს არის სემესტრული და წლიური ქულების გამოყვანა. დანარჩენი - რა სიხშირით შეფასდება მოსწავლე, რომელ კომპონენტებში შეფასდება, სრულად სკოლა/მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას; კომპონენტები - ეს შეიძლება იყოს მიმდინარე ქულები და/ან საშინაო დავალების ქულები და/ან პროექტში, კომპლექსურ დავალებაში, შემაჯამებელში დაწერილი ქულები....

ისიც შეიძლება, რომ მაგ. პროექტში დაწერილი ქულა შედგებოდეს რამდენიმე კომპონენტისგან: მაგ. საკლასო, საშინაო დავალებაში, ან სხვა ტიპის აქტივობებში მიღებული ქულებისგან და საბოლოოდ გამოდიოდეს 1 ქულა;

სიხშირეს რაც შეეხება, გააჩნია, რაში იწერება ქულა. თუკი ისეთ პროექტშია ქულა დაწერილი, რომელიც მრავალკომპონენტიანია, შეიძლება სემესტრში 2 ქულაც საკმარისი იყოს; მაგრამ თუ მხოლოდ მიმდინარე ქულებს ვწერთ, მაშინ, სასურველია, 1 და 2 ქულა არ ჰქონდეს მოსწავლეს;

მოკლედ, მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად და თავად მოსწავლე/მშობელი იყოს კარგად ინფორმირებული - რას ნიშნავს ამა თუ იმ კომპონენტში/კომპონენტებში დაწერილი ქულა/ქულები.

ისიც შესაძლებელია, რომ სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა საგანში სკოლას სხვადასხვა კომპონენტში ჰქონდეს შეფასება სხვადასხვა სიხშირით. ყველაფერი ზემოაღნიშნული სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა იყოს განსაზღვრული და გადაწყვეტილების მიღმა ლოგიკა, დასაბუთება ჩანდეს. თუ ნახავთ, რომ პირველ სემესტრში განსაზღვრულმა მიდგომამ მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა, შეცვალეთ - შეიტანეთ ცვლილება სასკოლო სასწავლო გეგმაში“, - ნათქვამია ჩიქობავას მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება