სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტობანიერის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა
29-10-2024
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

პედაგოგმა - ლანა გოგოძემ მათთვის საკლასო ოთახი ლამაზად მორთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

„ჩვენს ყველაზე პატარა ციმციმა ვარსკვლავებს, ქართული ანბანი „ტკბილეულის ქვეყნიდან“ ესტუმრათ!

პატარები, „ტკბილეულის ქვეყნიდან“ მოყვანილ ანბანის სამყაროში ლანა მასწავლებელმა ამოგზაურა“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებშიც პირველკლასელები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად აქტივობებში მშობლებიც იყვნენ ჩართულნი.

„გული გაგვითბო ტკბილხმიანი ჩიტების, მოყოლილმა ლექსებმა და მშობელთა საინტერესო ჩართულობამ.

ფერადი, საინტერესო და საოცარი დღე გამოვიდა. ჩვენც დავტკბით, ვიხალისეთ, ვისიამოვნეთ და კიდევ ერთხელ დავულოცეთ ჩვენს პატარებს გზა, ქართულ ანბანეთში სამოგზაუროდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნული დღისთვის სასკოლო საზოგადოება პედაგოგ ლანა გოგოძეს მადლობას უხდის.

„მადლობა ლანა გოგოძეს ამ ორიგინალური იდეისთვის და დაუვიწყარი დღისთვის.

მჯერა, რომ ამ პატარა მერცხლების ცხოვრებაში „ანბანის შემობრძანების“ პირველი დღე, უდიდესი წარმატებების საწინდარი გახდება.

მეამაყებით ლანა გოგოძე და მჯერა უამრავი საინტერესო დღით აავსებთ ამ ბავშვების სასკოლო ცხოვრებას“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება