სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ოსტატურად გაცოცხლებულმა კლდიაშვილის პერსონაჟებმა ლიტერატურული საღამო დაამშვენა 
29-10-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლა ამაყია წარმატებული მოსწავლეებით, რომლებიც საყვარელ პედაგოგებს ცოდნითა და ნიჭიერებით ახარებენ. 

ამჯერად, სკოლა სიამაყით გვაცნობს მეცხრე კლასის მოსწავლე თიკა კოვზირიძესა და მეათეკლასის მოსწავლე თეკლა ბუსკივაძეს. 

„მოკრძალებული, თავაზიანი და ნიჭიერი  ახალგაზრდები არაჩვეულებრივი მსახიობური უნარებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე“, - ასე ახასიათებენ სკოლაში მოსწავლეებს, რომლებიც ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობდნენ. 

11 ოქტომბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით გამართულ  ლიტერატურულ  საღამოს - „კლდიაშვილი-მარადიული მასპინძელი“, ამშვენებდა თიკასა და თეკლას პერსონაჟები.

„გოგონები ჩვეული სინატიფითა და  სინაზით გამოირჩეოდნენ, უდიდესი პასუხისმგებლობით  მოეკიდნენ შერჩეულ როლებს და შესანიშნავად გაართვეს თავი საკუთარ ვალდებულებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში და ხორებენ, რომ ღვანკითის სკოლის კედლებში ასეთი საამაყო ახალგაზრდები იზრდებიან. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე ესწრებოდნენ.

ლიტერატურულმა საღამომ  წარმატებით  ჩაიარა.

„დიდი მადლობა თერჯოლის თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი, ამავე ცენტრის დირექტორს  ქ. ნინო ოქრუაძეს, „ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების" კლუბის ხელმძღვანელს ქ. რუსუდან კოვზირიძეს  საოცარი მასპინძლობისთვის  და  თითოეული  მოსწავლის წარმოჩენისთვის.

უდიდესი მადლობა ჩვენი სკოლის  მოსწავლეებს  სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც მათი  ხილვით დაგვეუფლა“, - აღნიშნავენ სკოლაში და წარმატებას უსურვებენ მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება