სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ანბანის „კოშკი“ - ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგის შექმნილი საინტერესო სასწავლო რესურსი, რომელიც პირველკლასელებს ანბანის სწავლას გაუმარტივებს
29-10-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ მათი გაკვეთილები მოსწავლეთა ინტერესებსა და სურვილებს იყოს მორგებული. 

სასკოლო ცხოვრება პირველკლასელთათვის სავსეა თავგადასავლებით. 

ღვანკითის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საყვარელმა მასწავლებელმა ნანა ტყემალაძემ ქართული ანბანის საკუთარი „კოშკი“ შეუქმნა, რათა ყოველი გაკვეთილი იყოს საინტერესო, დაუვიწყარი და ნაყოფიერი. 

„ქართულ ანბანზე, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ თავისი უნიკალური ფორმით, არამედ ღრმა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. ქართული ანბანი არ არის მხოლოდ დამწერლობის საშუალება, ის არის ცოცხალი ისტორია, ხალხის სულის ნაწილი, რომელიც ასახულია ყველა სიმბოლოსა და ყოველ სტრიქონში.

ეს ანბანი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და წარმოადგენს მსოფლიო ცივილიზაციის ნამდვილ მემკვიდრეობას. ამის ნათელი მაგალითია, ბათუმში აღმართული „ანბანის კოშკი“, რომელიც თავმომწონედ დგას ზღვის სანაპიროზე და გადაჰყურებს მღელვარე ტალღებს“, - სწორედ ამ იდეით განმსჭვალულმა პედაგოგმა ანბანის მნიშვნელობაზე მოუთხრო მოსწავლეებს და სასწავლო რესურსი ბათუმის „ანბანის კოშკის“ ინსპირაციით შექმნა. 

მასწავლებლის ინიციატივა მიზნად ისახავს ყოველი გაკვეთილი იყოს საინტერესო, დაუვიწყარი და  ნაყოფიერი. 

„მაშ ასე, ქართული ანბანი ჩვენს სკოლაშიც შემობრძანდა“,- ამ დევიზით, პატარებმა  სასიამოვნოდ გააოცეს სტუმრები, სკოლის დირექცია და მშობლები. 

ღვანკითის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის პირველი კლასის ენერგიულ პედაგოგს - ნანა ტყემალაძეს არაჩვეულებრივი წუთებისთვის, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებისა და კრეატიულობისთვის, ხოლო  მშობლებს - მხარდაჭერისთვის.

„დაე, ქართულმა ანბანმა ყოველთვის შეგვახსენოს კულტურის სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მემკვიდრეობის შენარჩუნება და პატივისცემა!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა საინტერესო დღე. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება