სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე დღეს ვარ ამაყი, რომ თქვენ ჩემი მოსწავლეები გქვიათ“ - თბილისის N108 სკოლის პედაგოგი მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს
24-10-2024
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, მათი მიღწევების უკან კი, პროფესიონალი პედაგოგები დგანან. 

ამჯერად, პედაგოგი სალომე რაზმაძე ამაყია, რომ მოსწავლეებმა მისი იმედები გაამართლეს და დღეს სიხარულით ულოცავს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დამსახურებული ჯილდოს - კომპიუტერების მოპოვებას.

მოსწავლეებს: იური ალექსანიანს, მარიამ ტოპეშაშვილს, მარიამ რატიანს, ნინი შეითნიშვილს და ნატალი ცერცვაძეს, პედაგოგი დიდი სიყვარულითა და ემოციური სიტყვებით ულოცავს მიღწევას. 

„ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო“, -  მე ვარ დღეს ამაყი, რომ თქვენ ჩემი მოსწავლეები/შვილები გქვიათ....თქვენს სახეზე დანახული ღიმილი მეც მაბედნიერებს, თქვენი წარმატება მეც წარმატებულად მაგრძნობინებს თავს, თქვენი ადამიანობა მეც ადამიანად მაქცევს. 

მადლობა ჩვენს პირველ მასწავლებლებს ირმა ათაბეგაშვილს და ზანდა მაგრაქველიძეს - „სწავლის ძირი მწარე არის, კერწეროში გატკბილდების“. ვიცი და მჯერა, რომ თქვენც ძალიან გიხარიათ თითოეული თქვენი აღსაზრდელის წარმატება. 

მადლობა ჩემს კლასში შემომსვლელ თითოეულ პედაგოგს, თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია ეს წარმატება.

მადლობა სკოლის დირექციას, დირექტორს ქალბატონ მაია მღვდელაძეს, ქალბატონ ნინო არობელიძეს, ქალბატონ თამარ გალეგაშვილს მუდმივი მხარდაჭერის, თანადგომის, გულისხმიერებისა და სიყვარულისათვის.

მშობლებო გილოცავთ და მუდამ გვეამაყოს ჩვენი შვილების წარმატებით.

მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს - წახალისება ზრდის მოტივაციას!

ჩემებო მე მჯერა თქვენი იყავით მეტად თავდაჯერებული, მიზანდასახული, წარმატებული და გულწრფელი ადამიანები! მიყვარხართ!“, - ამ სიტყვებით მიულოცა მოსწავლეებს მიღწეული წარმატება დამრიგებელმა სალომე რაზმაძემ და მადლობა გადუხადა თითოეულ ადამიანს, რომელსაც წვლილი მიუძღვის მათ სიხარულში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება