| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლა ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. მე-4 კლასის მოსწავლეებმა შერჩეული ადგილი გაასუფთავეს და ნერგები დარგეს. მათ ასევე თემატური პოსტერი შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს მოვლა და მოფრთხილება.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, სკოლის მოსწავლეებს გარემოს მოვლასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება