| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დამტკიცდა სკოლამდელი განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, სადაც საუბარია, რომ სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის სწავლების, სწავლისა და შეფასების მეთოდები უნდა იყოს დოკუმენტირებული, მრავალფეროვანი და ეფუძნებოდეს სწავლის უნივერსალური დიზაინისა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს.
სწავლებისა და შეფასების მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს საგანმანათლებლო პროგრამის ზოგად მიზნებს, სწავლის შედეგებსა და კონკრეტული კურსის შინაარსობრივ და სტრუქტურულ სპეციფიკას. სკოლამდელი განათლების პროგრამების ფარგლებში სწავლებისა და სწავლის მეთოდები შესაძლებელია მოიცავდეს:
სემინარს; პრაქტიკული საქმიანობა; ლექცია; ინდივიდუალური (დამოუკიდებელი) მუშაობა; მცირე ჯგუფებში მუშაობა; კონსულტაცია; სიმულაცია; დემონსტრირება/პრეზენტაცია; სკოლამდელი ლაბორატორია; ჯგუფური და ინდივიდუალური ქოუჩინგი; სიტუაციის მოდელირება და როლური თამაშები; შემთხვევის (ქეისების) შესწავლა; პროფესიული პრაქტიკა; პროექტზე დაფუძნებული სამუშაო; და სხვა.
სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სკოლამდელი განათლების პროგრამების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პროფესიული პრაქტიკა, რომელიც მოიაზრებს პროგრამის მიმდინარეობასთან ერთად მზარდი პასუხისმგებლობით ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში პრაქტიკულ მუშაობას. დამატებით, სტუდენტების სპეციფიკური ინტერესებიდან გამომდინარე პრაქტიკის ორგანიზება შესაძლებელია სხვა თემატურად დაკავშირებულ გარემოში (მაგალითად, ადრეული ინტერვენციის სერვისები, მუზეუმები, საბავშვო ბიბლიოთეკები და სხვ.).
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა